top of page

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

შპს „ ეი აი ჯი ლოჯისტიკს“

ს/კ: 406447983

მისამართი: საქართველო. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ქ, 154,

დირექტორი გურამ როსტიაშვილი

დამტკიცდა - 29.08.2025წ.

სარჩევი

1.პოლიტიკის მიზანი. 1

2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები. 1

3. პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები. 2

4. ტერმინთა განმარტება. 2

5. მონაცემთა ცალკეული კატეგორიები, დამუშავების მიზნები, საფუძვლები. 3

6. პირდაპირი მარკეტინგი. 4

7. არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დამუშავება. 4

8. გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემების დამუშავება. 4

9. მონაცემთა სუბიექტის უფლებები: 4

10.  მონაცემთა დამუშავებისათვის პასუხისმგებელი, მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი და თანადამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირ(ებ)ის ვალდებულებები: 5

11.  პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებისათვის მიღებული ზომები ორგანიზაციაში. 5

12.ინციდენტზე რეაგირების წესი. 5

13.პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა. 6

14.ვიდეო/აუდიო მონიტორინგის მიმდინარეობის წესი. 6

15. დასკვნითი დებულებები. 7

საკონტაქტო ინფორმაცია. 7

კომპანია იძლევა გარანტიას, რომ: 7

 

1. პოლიტიკის მიზანი

 

შპს „ავტო იმპორტ ჯორჯიისთვის“, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა მაღალი ხარისხით დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე მონაცემთა დამუშავების პროცესის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

 

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, აღწეროს კომპანიაში მიმდინარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესი.

 

2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები

 

2.1 პერსონალურ მონაცემების დამუშავება ხდება საქართველოს კონსტიტუციის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა შესაბამისი ეროვნული საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებისა და საერთაშორისო სტანდარტების/აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

2.2 პერსონალური მონაცემების დამუშავებისას კომპანია იცავს  შემდეგ პრინციპებს:

ა) მონაცემები მუშვდებს კანონიერად, სამართლიანად, გამჭვირვალედ და მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;

ბ) მონაცემების შეგროვება ხდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის;

გ) მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;

დ) კომპანიის მიერ დამუშავებული მონაცემები არის ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. არაზუსტი მონაცემები სწორდება, იშლება ან ნადგურდება გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;

ე) მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი იშლება, განადგურდება ან ინახება დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

ვ) მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებულია შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს პერსონალური  მონაცემების დაცვას.

 

3. პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები

 

3.1 კომპანიის მიერ  პერსონალური მონაცემებს დამუშავება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) თავად მონაცემთა სუბიექტის მიერ  მიცემული ნებართვის საფუძველზე;

ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მოთხოვნით გარიგების დასადებად;

გ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;

დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

ე) კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან სუბიექტის მიერ იგი თავად გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი;

ვ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კომპანიის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;

ზ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად);

თ) “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევების დროს.

 

4. ტერმინთა განმარტება

 

4.1 წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები მხოლოდ აღწერილობითია და განმარტებულია კომპანიის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე. განმარტებები შესაბამისობაშია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან და მათი ინტერპრეტირება კანონის საწინააღმდეგოდ დაუშვებელია;

4.1.2 პერსონალური მონაცემი (შემდგომში - მონაცემი) - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს და გამოიყენება კომპანიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე;

4.1.3 განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი - მონაცემი, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, გამოიყენება კომპანიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე და ავლენს, ფიზიკური პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას, ბიომეტრიულ ინფორმაციას, სხვა კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთვევებში;

4.1.4 მონაცემთა სუბიექტი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ არსებული მონაცემი გამოიყენება კომპანიის მიერ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე. ფიზიკური პირი შესაძლებელია იყოს იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი;

4.1.5. კომპანია - მონაცემთა დამმუშავებელი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, მეთოდებს, ფორმებს, ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომებს, ასევე, მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზაციის გზებს;

4.1.6. უფლებამოსილი პირი - კომპანიის მიერ, კანონის ან ხელშეკრულების საფუძველზე, მონაცემთა დამუშავების პროცესში ჩართული პირი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს კომპანიის სახელით ან/და მისი მიზნებიდან გამომდინარე.

4.1.7. მონაცემთა მიმღები - ნებისმიერი პირი, ვისაც კომპანიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, გადაეცა პერსონალური მონაცემი, მათ შორის, უფლებამოსილი პირი, ადმინისტრაციის თანამშრომელი, სტაჟიორი;

4.1.8. მონაცემთა დამუშავება - პერსონალური მონაცემის მიმართ განხორციელებული აქტიური ან/და პასიური სახის ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, ვიდეო და აუდიოკონტროლი. დამუშავება შეიძლება, ასევე, განხორციელდეს სრულად ავტომატური საშუალებებით, ნახევრად ავტომატური ან სრულად მექანიკური საშუალებებით.

4.1.9 მზა ჩანაწერები (ე.წ. cookies) - მონაცემთა სუბიექტის მიერ კომპანიის ვებ-გვერდით სარგებლობისას ხდება ე.წ მზა ჩანაწერების coockies - შეგროვება.  ჩანაწერები (cookies) გამოიყენება ვებ-გვერდით სარგებლობისას სუბიექტის გამოცდილების პერსონალიზირების, გაუმჯობესებისა და მათი უსაფრთხოების მიზნით. კერძოდ, ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებ-გვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნებით (მზა ჩანაწერების მეშვეობით დგინდება ოპერაციული სისტემის ვერსია, მოწყობილობის მოდელი და მოწყობილობის სხვა უნიკალური იდენტიფიკატორები, ვებ-გვერდებზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, გახსნილი გვერდების შესახებ ინფორმაცია, ონლაინ ნავიგაციის ისტორიას, ბრაუზერის შესახებ ინფორმაციას, ინფორმაციას იმ ქმედებების შესახებ, რომელიც კომპანიის ვებგვერდზე განხორციელდა, რა ენაზე ხდება ინფორმაციის გაცნობა).

 

5.  მონაცემთა ცალკეული კატეგორიები, დამუშავების მიზნები, საფუძვლები

 

5.1 კომპანიაში მუშავდება შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) პერსონალის შესახებ - სახელი, გვარი, ფოტოსურათი, დაბადების თარიღი, ასაკი, სქესი, მისამართი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ვადა, მართვის მოწმობის ასლი, ავტობიოგრაფია, რეზიუმე (CV), განათლების შესახებ ინფორმაცია, უცხო ენის ცოდნის შესახებ ინფორმაცია, დიპლომის ასლი ან განათლების დამადასტურებელი მოწმობა, კომპიუტერული პროგრამების ცოდნის შესახებ ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის დრო, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო ანგარიშის ნომერი, დაკავებული პოზიცია (თანამდებობა), ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია ნასამართლობის შესახებ, ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100 );

ბ) პოტენციური დასაქმებულის შესახებ - სახელი, გვარი, ავტობიოგრაფია, რეზიუმე (CV), დიპლომის ასლი ან განათლების დამადასტურებელი მოწმობა, სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, უცხო ენის ცოდნის შესახებ ინფორმაცია, კომპიუტერული პროგრამების ცოდნის შესახებ ინფორმაცია, შენობიდან შესვლისა და შენობიდან გასვლის დრო, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) მომხმარებლების შესახებ - მომსახურების გაწევისას კლიენტთან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგი კატეგორიის მონაცემებს მათი დამუშავების მიზნის პროპორციული მოცულობით:  სახელი, გვარი, დაბადების სქესი, მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი), ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი;

 

6. პირდაპირი მარკეტინგი

 

6.1 მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის მიერ  მინიჭებული თანხმობის მერე აქვს კომპანიას უფლებამოსილება განახორციელოს პირდაპირი მარკეტინგი, კერძოდ, მონაცემთა სუბიექტისთვის სატელეფონო ზარის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით მოკლე ტექსტური, ხმოვანი ან/და სხვა სახის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის ან მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციის გზით განახორციელოს მომსახურების, საქონლის, შეთავაზება ან რაიმე სახის ქმედების განხორციელების თხოვნა.

·        მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.

·        პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავებული პერსონალური მონაცემები ინახება პირდაპირი მარკეტინგის თაობაზე მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გაცემიდან პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით.

 

7.  არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დამუშავება

 

7.1 კომპანიის სერვისები არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანი პირების მიერ გამოსაყენებლად. ორგანიზაციის მიერ განზრახ არ ხდება მოთხოვნა და შეგროვება პერსონალური მონაცემების 18 წელზე უმცროსი ასაკის პირებისგან.

 

8.  გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემების დამუშავება

 

8.1 გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემები მუშავდება კომპანიის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისა და კომპანიის სახელშეკრულებო უფლებამოსილებების/ინტერესების რეალიზაციის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

9.  მონაცემთა სუბიექტის უფლებები:

9.1 მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის და ასლის მიღების უფლება - მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია  ინფორმირებული იყოს  მის შესახებ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების თაობაზე.

9.2 მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება -  თუ ორგანიზაციის მიერ დამუშავებული მონაცემები არასწორი, არასრული ან არაზუსტია, სუბიექტი უფლებამოსილია მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.

9.3 მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება - სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება.

9.4 მონაცემთა დაბლოკვის უფლება - სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა (დამუშავების შეზღუდვა), როდესაც პერსონალური მონაცემების სიზუსტე სადავოა მისი მხრიდან; როდესაც დამუშავება უკანონოა; გარდა იმ შემთხვევისა როდესაც არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.

9.5 ავტომატიზებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული უფლებები - კანონმდებლობა სუბიექტს აძლევს უფლებას არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება: (ა) ეფუძნება თქვენს აშკარად გამოხატულ თანხმობას; (ბ)აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად; (გ) გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

 

10.   მონაცემთა დამუშავებისათვის პასუხისმგებელი, მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი და თანადამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირ(ებ)ის ვალდებულებები:

 

10.1 მიიღოს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალური მონაცემების შემცველი შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, დაზიანებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უნებართვო ან უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან დასაცავად;

10.2 ინფორმაციაზე წვდომა დაუშვას მხოლოდ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ასრულებენ მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს და რომელთაც აქვთ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ;

10.3 პერსონალური მონაცემები დაამუშაოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულების და კანონის მოთხოვნათა დაცვით;

10.4 აღრიცხოს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით.

 

11.   პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებისათვის მიღებული ზომები ორგანიზაციაში

11.1 კომპანიის მიერ მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები ელექტრონულად და ფიზიკურად არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

11.2 ორგანიზაციის მიერ დანერგილია შესაფერისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, იმისათვის რომ დაცული იქნეს პერსონალური მონაცემები არასანქცირებული წვდომის, უკანონო დამუშავების ან გამჟღავნების, შემთხვევითი დაკარგვის, შეცვლის ან განადგურებისაგან. გარდა ამისა, ორგანიზაციის თანამშრომლებს შეზღუდული აქვთ  პერსონალურ მონაცემებზე წვდომა და თანამშრომლებს, აგენტებს, კონტრაქტორებს და სხვა მესამე პირებს ხელი მიუწვდებათ პერსონალურ მონაცემებზე მხოლოდ დაკისრებული ფუნქციების და საქმიანობის ფარგლებში.

 

12. ინციდენტზე რეაგირების წესი

 

12.1კომპანიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყონებლივ  - ინციდენტის აღმოჩენისთანავე - აღრიცხოს ინციდენტი, დამდგარი შედეგი, მიღებული ზომები და ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა მის შესახებ წერილობით ან ელექტრონულად შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაკლებსავარაუდოა, რომ ინციდენტი მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

 

13. პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა

 

13.1 პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება გასაწევი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო შესაბამისი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან:  კლიენტის შესახებ ინფორმაციის შენახვა ხდება 3 წლის ვადით; შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტიდან შესაბამისი დოკუმენტაცია ორგანიზაციაში ინახება 10 წლის ვადით; ასევე მისი დასრულებიდან 10 წლის განმავლობაში, წინასწარ განსაზღვრული მიზეზების გამო:

·        კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად;

13.2 ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 10 წელზე მეტი ვადით, ლეგიტიმური ბიზნეს ან იურიდიული მიზნებისთვის, როგორიცაა უსაფრთხოების, თაღლითობისა, მისი ბოროტად გამოყენებისგან ასაცილებლად და სხვ.

 

14. ვიდეო/აუდიო მონიტორინგის მიმდინარეობის წესი

 

14.1 კომპანიაში დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის/მოკვლევის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო (კონფიდენციალური) ინფორმაციის დაცვის და ლეგიტიმური ინტერესების სფეროსთვის მიკუთვნებული სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად, (მათ შორის,  ინციდენტების მართვა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, პროცესების მონიტორინგი, რისკების მართვა და სხვ.) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მიმდინარეობს შენობ(ებ)ის შიდა პერიმეტრის, მათ შორის, შეხვედრების ოთახების, მომსახურების სივრცეების და სამუშაო ადგილ(ებ)ის ვიდეო-აუდიო მონიტორინგი ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით (შემდგომში - მონიტორინგი).

14.2 მონიტორინგი ხორციელდება 24/7 საათის განმავლობაში.

14.3 ჩანაწერები ინახება 30 დღის ან/და იმ ვადით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად, რის შემდეგადაც ექვემდებარება ავტომატურ განადგურებას, თუ არ არსებობს მონაცემთა უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის საჭიროება და სამართლებრივი საფუძველი.

14.4 ინფორმირების უზრუნველსაყოფად, თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები, რომელიც შეიცავს ინფორმაციას როგორც ვიდეო, ასევე, აუდიოჩაწერის თაობაზე.

14.5 ორგანიზაციის მიერ მიღებულია ყველა შესაბამისი ქმედითი და ადეკვატური ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჩანაწერებში ასახული მონაცემების უკანონო/შემთხვევითი გამჟღავნება, მათი არასასურველი მიზნით გამოყენება, გავრცელება და სხვა, მათ შორის:

ა) უზრუნველყოფილია მონიტორინგის სისტემის ფიზიკური უსაფრთხოება; მონიტორინგის სისტემა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა განთავსებულია დაცულ ოთახშ(ებ)ი, სადაც დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირები;

ბ) ჩანაწერებზე წვდომა მინიჭებული აქვს დასაქმებულ პირთა მხოლოდ განსაზღვრულ წრეს, რომელთა წვდომის დონის და ფარგლების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება თანამშრომელთა ფუნქციები და ჩანაწერებზე მათი წვდომის სამსახურებრივი საჭიროება;

გ) მიღებულია შესაბამისი ზომები სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოებისთვის, ინტერნეტიდან და კომპიუტერული ქსელიდან უკანონო შეღწევის პრევენციის მიზნით;

დ) სრულად აღირიცხება მონიტორინგის სისტემებში არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედება;

ე) აღირიცხება ჩანაწერების გამჟღავნების ყველა შემთხვევა.

14.6 შენახულ ვიდეოჩანაწერებზე წვდომა, მათი დათვალიერება და რიგ შემთხვევებში, მესამე პირებისთვის გადაცემა შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, თუ არსებობს ეჭვი, რომ ვიდეოჩანაწერზე ასახულია დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის (მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) ფაქტი, შესაბამის ჩანაწერზე წვდომის ინტერესი უჩნდება საქმის მწარმოებელ ორგანოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების მიზნებისთვის.

14.7 ჩანაწერების დათვალიერებასა და მესამე პირ(ებ)ისთვის (მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოსთვის) გამჟღავნება ხორციელდება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში.

14.8 სატელეფონო კომუნიკაციისას ზარების ჩანაწერების სისტემის (აუდიომონიტორინგი) მეშვეობით ავტომატურად ხორციელდება ცხელ ხაზზე (ასეთის დანერგვის შემთხვევაში), ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით შესაბამის შიდა ნომერზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემავალი ან აღნიშნული ნომრ(ებ)იდან გამავალი ზარების ჩაწერა და დამუშავება მომსახურების სრულყოფისა და ჯეროვნად შესრულების, განცხადებების, პრეტენზიების განხილვისა და რეაგირების, ეთიკის კოდექსისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების დაცვის მონიტორინგის, ასევე სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაცვის (მათ შორის, იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულების შექმნა) მიზნებისათვის, ან კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ასევე, სადაც საჭიროა თქვენი თანხმობის საფუძველზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

 

15. დასკვნითი დებულებები

 

15.1 წესები და პროცესები, რაც განსაზღვრული არ არის წინამდებარე პოლიტიკით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს კომპანიას, წინამდებარე პოლიტიკასთან დაკავშირებული, მისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით, მისამართზე: ქ. თბილისი, ც. დადიანის 123/125, ან ელ-ფოსტაზე:  Mikaberidze.r@gmail.com , ან დაუკავშირდეს: +995 595 53 53 71
 

კომპანია იძლევა გარანტიას, რომ:

 

·        იზრუნებს მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცმების უსაფრთხოებაზე;

·        არ გამოიყენებს პერსონალურ მონაცემებს არამართლზომიერად;

·        იმოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.


შპს „ ეი აი ჯი ლოჯისტიკს “
 
ბოლო განახლების თარიღი: 29 აგვისტო, 2025 წელი

bottom of page