
რა არის NCTS?
NCTS (New Computerised Transit System) არის ევროპული ელექტრონული სისტემა, რომელიც გამოიყენება საბაჟო ტრანზიტული პროცედურების მართვისთვის.
რა არის საბაჟო გარანტია?
ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საბაჟო ორგანოების თვის დადგენილი გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის გარანტიას.
რჩევა AIG Logistics-ისგან
ჩვენი გუნდი დაგეხმარება ყველა ეტაპზე – დოკუმენტაციის გადამოწმებიდან, T1 და T2 დეკლარაციის შევსებამდე და საბაჟო გარანტიის უზრუნველყოფამდე.
რა პერიოდიდან მოქმედებს და რა შემთხვევაში არის საჭირო NCTS სისტემაში ტვირთის რეგისტრაცია?
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 დეკემბრის №420 და №421 დადგენილებებით, საქართველო შეუერთდა ორ მნიშვნელოვან კონვენციას:
-
„საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“ კონვენციას (Single Administrative Document/SAD)
-
„საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ კონვენციას (Common Transit Convention/CTC)
ამ გადაწყვეტილებას ახალ ეტაპზე გადაჰყავს ქვეყნის საბაჟო სისტემა და ამარტივებს ტვირთის გადაადგილებას როგორც ევროკავშირის, ისე კონვენციაში მონაწილე სხვა ქვეყნების მიმართულებით.
NCTS სისტემაში შევსებული ტრანზიტის დეკლარაცია საშუალებას იძლევა საქონელი დამატებითი საბაჟო პროცედურების გარეშე გადაადგილდეს:
• CTC-ის წევრი ქვეყნიდან CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით;
• მესამე (არა CTC-ის წევრი) ქვეყნიდან CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით;
• CTC-ის წევრი ქვეყნიდან მესამე (არა CTC-ის წევრი) ქვეყნის გავლით CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით;
• CTC-ის წევრი ქვეყნიდან მესამე (არა CTC-ის წევრი) ქვეყნის დანიშნულებით.
რატომ AIG Logistics?
AIG Logistics-ს აქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება ლოჯისტიკის სფეროში, რომელიც მუშაობს სხვადასხვა განხრით, მათ შორის საბაჟო მიმართულებით.
ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ახალი რეგულაციის ამოქმედებიდან (2025 წლის 15 მაისიდან) ახორციელებს საქონლის NCTS სისტემაში რეგისტრაციას და გასცემს საბაჟო გარანტიას.

როდის არის შესაძლებელი მოითხოვოთ NCTS სისტემაში რეგისტრაცია?
თუ ტვირთი ექვემდებარება NCTS სისტემაში რეგისტრაციას, რეგისტრაციის მოთხოვნა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ტვირთზე გაიცემა ექსპორტის დეკლარაცია.
რა არის საჭირო NCTS სისტემაში რეგისტრაციისთვის?
ტრანზიტის პროცესის სწორად და სწრაფად წარმართვისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები და დეტალები:
-
ტვირთის კომერციული ინვოისი
-
CMR (სატრანსპორტო გზავნილის დოკუმენტი)
-
ექსპორტის დეკლარაცია (გამგზავნი ქვეყნის საბაჟოდან)
-
შეფუთვის ფურცელი
-
მძღოლის პასპორტი
-
ტრანსპორტის ტექნიკური პასპორტი
დამატებითი ინფორმაცია: ლუქის (საბაჟო ბეჭდის) ნომერი;სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც მოიცავს გეგმიურ ტრანზიტულ ოფისებს; საბოლოო დანიშნულების საბაჟო ოფისი' გემის მონაცემები (თუ ტრანსპორტირება ხდება საზღვაო გზით) – მაგალითად: IMO ნომერი.
არის თუ არა სავალდებულო საბაჟო გარანტიის აღება NCTS სისტემის რეგულაციის ქვეშ მოქცეულ საქონელზე?
დიახ. თუ, საქონელი ექვემდებარება NCTS სისტემაში რეგისტრაციას აუცილებელია საქონელზე საბაჟო გარანტიის მიღება.
რას ნიშნავს CTC – საერთო ტრანზიტის კონვენცია (Common Transit Convention)
CTC-ს მონაწილე ქვეყნების სტატუსი იძლევა შესაძლებლობას ერთიანი ტრანზიტის პროცედურით (NCTS სისტემით) საქონლის გადაადგილება იყოს გამარტივებული, სწრაფი და სამართლებრივად დაცული შემდეგ ქვეყნებში:
რომელი ქვეყნები მიეკუთვნება CTC-ის (Common Transit Convention) წევრ ქვეყნებს
• ევროკავშირის ქვეყნები (ბელგიის სამეფო, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანიის სამეფო, გერმანია, ესტონეთი, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, უნგრეთი, მალტია, ნიდერლანდები, ავსტრია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ფინეთი, შვედეთი);
• ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (European Free Trade Association/EFTA) წევრი ქვეყნები (ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი, შვეიცარია);
• სერბეთი;
• ჩრდილოეთ მაკედონია;
• დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფო;
• თურქეთი;
• უკრაინა;
• საქართველო.

გჭირდებათ დახმარება NCTS სისტემაში რეგისტრაციისთვის?
დაგვიკავშირდით – ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება მოგცემთ საშუალებას სწრაფად, შეუფერხებლად და უპრობლემოდ გაიაროთ საბაჟო საზღვრები.
