top of page

ჩვენ შესახებ

კომპანია ,,ეი აი ჯი ლოგისტიკს“-ის შექმნასა და განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის შპს ,,ავტო იმპორტ ჯორჯია“-ს, რომელიც 2017 წლიდან ჩართულია საავტომობილო ბიზნესში და ჩამოჰყავს ავტომობილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
​​

პარტნიორობა

ავტო იმპორტ ჯორჯია უმსხვილესი კორეული კომპანიის Autowini-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველში.
​​

საზღვაო გადაზიდვები | AIG Logistic

გამოწვევიდან შესაძლებლობამდე - AIG Logistics-ის შექმნა

​თავდაპირველად, ,,ავტო იმპორტ ჯორჯია“ ავტომობილების გადასაზიდად სხვადასხვა კომპანიას იყენებდა, დროთა განმავლობაში, გაჩნდა იდეა თავად ეწარმოებინა საერთაშორისო გადაზიდვები და კომპანიამ დამოუკიდებლად აითვისა ლოგისტიკური ხაზები

კომპანიისა და ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად, „ავტო იმპორტ ჯორჯია“ დადგა გამოწვევის წინაშე – ცალკე გაეტანა ლოგისტიკური მიმართულება და მრავალწლიან გამოცდილებაზე, სწორ მენეჯმენტსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით დაეფუძნებინა ძლიერი, სანდო და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული ლოგისტიკური კომპანია  - AIG Logistic

ჩვენი შესრულებული სამუშაო

30,500

იმპორტირებული მანქანა

8,000

საკონტეინერო გადაზიდვა

3,800

ტრანზიტული გადაზიდვა

3,000

ავტონაწილების იმპორტი

გურამ როსტიაშვილი,
კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი

კომპანიის დაფუძნებამდე, ავტომობილების იმპორტისთვის ამერიკიდან ვიყენებდი, რაც დროთა განმავლობაში იქცა ჩემი მოტივაციის წყაროდ.

სწორედ, ამ სფეროსადმი გულწრფელმა ინტერესმა და სიყვარულმა მიბიძგა, აღმომეჩინა და შემესწავლა ჩვენთვის სრულიად ახალი და უცნობი საავტომობილო ბაზრები.

დღეს „ავტო იმპორტ ჯორჯია“ სატრანსპორტო გადამზიდი კომპანიაა, რომელიც ფლობს ყველა საჭირო რესურსს, რათა უზრუნველყოს საერთაშორისო გადაზიდვები ნებისმიერი მიმართულებით.

​​

2017 წელს კორეის ბაზრის შესწავლამ ფუნდამენტურად შეცვალა კომპანიის სტრატეგიული მიმართულება და მოგვცა შესაძლებლობა, ქართველი მომხმარებლებისთვის კორეის ავტობაზარზე პირდაპირი წვდომა შეგვეთავაზებინა.

გურამ როსტიაშვილი, AIG დირექტორი.webp

AIG-ის ისტორია

2017/2018

ავტო იმპორტ ჯორჯია საქმიანობის დასაწყისში, 2017 წელს

ქართულ-კორეული პარტნიორობა

კომპანია “ავტო იმპორტ ჯორჯია” 2017 წელს შეიქმნა.  2018 წლიდან Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელია 

საქართველოში.

2020

ავტო იმპორტ ჯორჯიას ოფიციალური ვიზიტი კორეაში

საქართველოს დელეგაცია სამხრეთ კორეაში

AIG ესწრებოდა კორეაში დაგეგმილ ვიზიტს, Autowini-ს მსოფლიო მასშტაბის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად.

ავტო იმპორტ ჯორჯიასა და ავტოვინის პარტნიორობა

2024

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (𝐃𝐖𝐕)-ის წ�ევრია ავტო იმპორტ ჯორჯია

ჩვენი გერმანელი
პარტნიორები

2024 წლის თებერვლიდან AIG არის გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი. 

2019

კორეელი პარტნიორების ვიზიტი საქართველოში

5-6 ივნისს, ავტო იმპორტ ჯორჯიამ, პარტნიორობის ფარგლებში, Autowini-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა, მათ შორის, ჯიუნ ჰანს - აღმასრულებელ დირექტორსა და დამფუძნებელს.

 

2023

ზრდა და წარმატება

"ავტო იმპორტ ჯორჯია" გახდა Autowini-ს თვის საუკეთესო წარმომადგენელი მსოფლიოს მასშტაბით.

მიიღეთ კონსტულტაცია

ტრანსპორტირების ტიპი
bottom of page